“გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ვანის რაინის სოფელ ფერეთაში სამი ნიღბიანი პირი ქეთევან ო-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ სხეულის დაზიანებები მიაყენეს ქეთევან ო-სა და მის მცირეწლოვან შვილს. დამნაშავეები ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს ითხოვდენ. მათ სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი წაიღეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ყველა პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინეს. ალექსანდრე რ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანარჩენი დამნაშავეების დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 376-ე მუხლით)”, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს: ვანის რაიონში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გავხსენით
-
14.11.2026
დევნილთა სააგენტოს ცნობით, 10 000 ლარის მსურველთა რაოდენობა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა
-
13.11.2026
2026 წლის ბიუჯეტი კორექტირდება და იზრდება, ერთ-ერთი მიზეზი ინფლაციაა
-
13.11.2026
5 წლის გიორგი „ჰუალინგ პლაზას“ წინააღმდეგ
-
13.11.2026
„ოცნება“ ენმ-ს საკუთრების დარღვევის 70 საქმეს ედავება, თუმცა განაჩენი მხოლოდ 11-ზეა
-
13.11.2026
მერაბ დვალიშვილი თავისუფალია – რა გადაწყვიტა სასამართლომ
-
13.11.2026
„დუმილის უფლებას იყენებს“ – ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი
