11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რეაბილიტირებულ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვევიან, კლინიკის აღჭურვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შეძენილ ძვირადღირებულ ტექნიკას და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობიან. ადგილი: ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა (ყოფილი მე-8 საავადმყოფოს ტერიტორია). მისამართი: გლდანი-ნაძალადევის რაიონი, სანზონა, გუდამაყრის ქ.4 საკონტაქტო პირი: ნათია პაპავა 577173325
11:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, პრესკონფერენციას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი ბესიკ სილაგაძე, ფონდ ,,არტეკოს“ დირექტორი დალი უბილავა და მხატვარი ნუგზარ მგალობლიშვილი გამართავენ. თემა: 26 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენის გალერეა „ფრედერიკ ვან დერ ვლისტი“ უმასპინძლებს აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების: ნუგზარ მგალობლიშვილის, ალექსანდრე ხუბუას, ზურაბ ჭედიას და დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრების გამოფენას „ჩემი სახლი – აფხაზეთი“.
12:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „თბილისის განვითარების ფონდის“ ახალ მენეჯმენტთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე განხიული იქნება ფონდთან დაკავშირებით დღემდე არსებული პრობლემური საკითხები. ღონისძიებას დაესწრებიან საკითხით დაინტერესებული პირები. მისამართი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ცენტრალური ოფისი ჯანსუღ კახიძის #15 საიას სასემინარო დარბაზი.
13:00 საათზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვედება. მის: სახალხო დამცველის ოფისი, ნინო რამიშვილის #6.
15:00 საათზე საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართება. მის: ლერმონტოვის#10
20:00 საათზე კვირას პრესკლუბში ანდრეი ილარიონოვთან შეხვედრა გაიმართება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23 (გალაკტიონის ხიდთან), საკონტაქტო პირი: ეკა გულუა +(995) 599 72 65 65.
