შინაგან საქმეთა სამინისტროში შეკითხვას, დაკავებულია თუ არა ვინმე მომხდართან დაკავშირებით, არ პასუხობენ და აცხადებენ, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
“ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, აბაშიძის ქუჩაზე თავდასხმა ლაშა მახარაძეზე საცხოვრებელი კორპუსის წინ განხორციელდა, – ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ მოხდა გასროლა, რის შედეგადაც გარდაცვლილის გარდა კიდევ ერთი პირი დაიჭრა.
