შეკითხვას, რატომ არ მიდის ემიგრაციაში? მოსწონს რუსეთში, თუ მისთვის სასარგებლოა ქვეყანაში ყოფნა, მწერალი შემდეგნაირად პასუხობს:
“დღეს ბევრი ადამიანი ჩემ ირგვლივ ფიქრობს და საუბრობს ემიგრაციაზე. ისინი მზად არიან იბრძოლონ რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ მზად არ არიან ებრძოლონ ოთხმოცდარაღაცა პროცენტს თანამემამულეებისა, რომლებსაც ყველაფრის მიუხედავად მოსწონთ ეს რეჟიმი. ზოგადი განწყობა ჩემ ირგვლივ ასეთია- “კარგით, იყავით თქვენს პუტინთან, როცა დაჭკვიანდებით, დარეკეთ”, ზოგი გეოგრაფიული ემიგრაციისთვის ემზადება, ზოგიც -ეგზისტენციალურისთვის, მით უფრო საბჭოთა გამოცდილება, რომელიც სამზარეულოს მიკროგარემოს გულისხმობს ჩვენიანებისთვის, ჯერ კიდევ არ არის დავიწყებული. რაც შემეხება პირადად მე, რუსეთში ბევრი რამ მაკავებს, ბევრი რამ მნიშვნელოვანია, ბევრიც მომწონს. ყოველ ჩვენგანს თავისი რუსეთი აქვს. თუ თქვენ წაგიკითხავთ ჩემი წიგნები და ჩემი რეკომენდაციებიც გინახავთ წასაკითხი ლიტერატურის შესახებ, შეგეძლებათ ჩემი რუსეთის წარმოდგენა. პუტინის რუსეთთან მე არ მაქვს საერთო შეხების წერტილები, მისი ყველაფერი უცხოა ჩემთვის. რუსეთში ყოფნა ზოგადი გონებადაბინდულობის პერიოდში ჩემთვის რთულია. ემიგრაციას არ ვგეგმამ, მაგრამ დროის დიდი ნაწილის საზღვრებს გარეთ გატარებას ვაპირებ.
მოგეხსენებათ, ფხიზელს მთვრალთან ერთად ერთ სახლში ყოფნა უჭირს, და პერიოდულად გეწვევით, რომ ვნახო, ეს ყველაფერი გაბმული სმით დასრულდება თუ არა. იმას, რასაც რუსეთი ეწოდება, ვრჩები. ამ აზრით ემიგრირება შეუძლებელია, და რუსეთი, რომელიც ჩემი ნაწილია, არსად არ წავა”. – განაცხადა მწერალმა.

