დაგეგმილი ცვლილებების შესახებ “ტვიტერზე” დაწერა ევროპული საბჭოს მოქმედმა პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპემ. 


ფედერიკა მოგერინი მემარცხენე ცენტრისტი პოლიტიკოსია, იგი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრია და ქეთრინ ეშტონს ჩაანაცვლებს, ხოლო დონალდ ტუსკი მემარჯვენა ცენტრისტი პოლიტიკოსია, რომელიც პოლონეთის პრემეირ-მინისტრია. ტუსკი ევროკავშირის სამიტებს უხელმძღვანელებს. 

 

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს ოფიციალურად უმაღლესი წარმომადგენელი ეწოდება, იგი ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტიცაა. ქეთრინ ეშტონი, ბრიტანელი მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი, აღნიშნულ თანამდებობაზე 2009 წლიდან მუშაობს. 

 

ერთი თვის წინ ევროკავშირმა საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის მომავალ კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლო. როგორც ბიბისი წერს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და პოლონეთს ფედერიკა მოგერინი გამოუცდელად და რუსეთისადმი რბილ დამოკიდებულების  მატარებლად მიაჩნიათ. მას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობა მხოლოდ რამდენიმე თვეა, 2014 წლის თებერვლიდან უკავია. 

 

გადაწყვეტილება დღეს, 30 აგვისტოს გამართულ ევროკავშირის სამიტზე მიიღეს, რომელსაც გამონაკლისის სახით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრება. ევროკავშირმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები უნდა მიიღოს. 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპე და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერიკა მოგერინი © EPA, 30.08.2014
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპე და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერიკა მოგერინი © EPA, 30.08.2014

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *