“ჩვენი დახმარება შემოიფარგლება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით, მე ჩემი დავალებით გავაგზავნე ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ადგილზე ჩავიდა და გაარკვია. მათ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ უკრაინაში და ჩვენს მოძმე ხალხს, უკრაინელებს ჭირდებათ დახმარება, მედიკამენტებით, სხვადასხვა ჰუმანიტარული დახამრება აუცილებელია ჩვენი მხრიდან იქნას აღმოჩენილი. ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადმოვიყვანთ იგივე ბავშვებს, იგივე დაზარალებულებს, ვისაც ჭირდება რეაბილიტაცია ან მკურნალობა. ჩვენ ვართ მზად, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს”,- განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და რამდენიმე სპეციალისტთან ერთად უკრაინაში 27 აგვისტოს გაემგზავრა.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება მზადაა ჰუმანიტარული მისიით უკრაინაში გაგზავნოს ექიმთა ჯგუფი, მედიკამენტები, სახარჯი მასალა, ან იზრუნოს საომარი მოქმედებებისას დაზარალებული უკრაინელი პაციენტების ჯანმრთელობაზე: საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს უკრაინიდან პაციენტების ჩამოყვანა და საქართველოში მათი მკურნალობა-რეაბილიტირება. 

 

უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის, კონკრეტულად, აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებიდან პრორუს მეამბოხეებთან დაპირისპირების შედეგად ევაკუირებული ბავშვების საქართველოში მოკლე ვადით ჩამოყვანის ინიციატივით მთავრობას  “ნაციონალურმა მოძრაობამ” 8 აგვისტოს მიმართა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *