უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გუშინ, 28 აგვისტოს რუსეთი სამხედრო შეჭრაში დაადანაშაულა და დონეცკში სიტუაციის გაუარესების გამო თურქეთში ოფიციალური ვიზიტი გააუქმა. პრორუსმა სეპარატისტებმა ქალაქი ნოვოზოვსკი აიღეს, რომელიც დონეცკიდან 100 კილომეტრში მდებარეობს, რუსეთის საზღვართან ახლოს. ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები კონფლიქტის მეორე ფრონტს ქმნიან.


გუშინვე NATO-მ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარისკაცების ყოფნის ფაქტი სატელიტით გადაღებულმა ფოტომასალამ დააფიქსირა.


“ჩვენ რუსეთის დაახლოებით 1000 ჯარისკაცი დავითვალეთ, რომლებიც უკრაინის შიგნით ოპერირებენ… მხარს უჭერენ სეპარატისტებს, მათთან ერთად იბრძვიან”, – ბი-ბი-სის ინფორმაციით, განაცხადა ნატოს გენერალმა ნიკო ტაკმა, რომელიც ნატოს კრიზისმენეჯმენტის ცენტრის ხელმძღვანელია.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *