“უმძიმესი მდგომარეობაა! ვგმობ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოვუწოდებ დემოკრატიულ სახელმწიფოებს, მიიღონ ქმედითი ზომები უკრაინის დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად! კერძოდ, გადაუდებლად უნდა მოხდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა და დაერქვას ყველას და ყველაფერს თავისი სახელი! აგრესორს თუ არ უპასუხებენ დღეს, მიიღებენ აგრესიას სახლში ხვალ! არ ყოფნის ამას შეშფოთება და აღშფოთება მხოლოდ! ღმერთმა დაიფაროს უკრაინა და უკრაინელი ხალხი”, – აცხადებს პეტრიაშვილი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში.
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი დონეცკში ვითარების გამწვავების გამო გააუქმა.
“გადაწყვეტილება მივიღე, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი გავაუქმო დონეცკის მხარეში სიტუაციის გამწვავების გამო, რამდენადაც უკრაინაში რუსული ჯარები შემოვიდნენ,”- აცხადებს განცხადებაში პოროშენკო.
პრეზიდენტის განცხადებითვე, დღესვე შემდგომი ქმედებების დასაგეგმად ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა იქნება მიწვეული.
