რეიტერის ინფორმაციით, უკრაინა რუსეთს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში შეჭრასა და პრორუსი მეამბოხეების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.  უკრაინის  უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აცხადებს, რომ სასაზღვრო ქალაქი ნოვოაზოვსკი და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილები რუსეთის სამხედრო ძალების კოტროლქვეშაა, რომლებიც მეამბოხეებთან ერთად შეტევისთვის ემზადებიან.

 

შექმნილი ვითარების გამო პოროშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. მისივე განცხადებით, უკრაინა გაეროს უსაფთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს, რათა კრიზისის გადაჭრაზე იმსჯელონ.

 

“მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი სამუშაო ვიზიტი თურქეთში გავაუქმო სიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო. რუსეთის ჯარი უკრაინის ტერიტორიაზეა შეყვანილი”, – ნათქვამია პოროშენკოს განცხადებაში.

 

უკრაინის ოფიციალურმა  პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი ჯარსა და აღჭურვილობას მუდმივად გზავნის ამბოხებულებთან, თუმცა რუსეთი სეპარატისტების ფარულ მხარდაჭერას უარყოფს.

 

“რეიტერი” წერს, რომ ნოვოაზოვსკის დაკარგვა არის დარტყმა სამთავრობო ძალებზე, რადგან დასავლეთ სანაპიროზე არსებული დიდი საპორტო ქალაქი მარიუპოლი ახლა დაუცველია. ადგილობრივი მაცხოვრებლის თქმით, “ქალაქს ახლა  ამბოხებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკა” მართავს, ტანკები გზატკეცილებზე გადაადგილდებიან , მაგრამ ქალაქში ბრძოლა არ მიმდინარეობს. სამხედრო წყაროს ინფორმაციით, სეპარატისტულმა ძალებმა ასევე დაიკავეს სავურ–მოჰილა, გორაკი დონეცკის მახლობლად, რომელიც მათ ვრცელ ტერიტორიაზე სტრატეგიული მართვის პოზიციას ანიჭებს.

 

ალექსანდრე ზახარენკო, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრი როიტერთან საუბარში ამბობს, რომ ამბოხებულმა ძალებმა საყრდენი აზოვის ზღვაში მოიპოვეს და მათი მიზანი  მარიუპოლისკენ მიმავალი გზის გაკაფვა იყო. მისი თქმით, მეამბოხეთა რიგებში 3 000–მდე რუსი მოხალისე მსახურობს.

 

 ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია ტანკები, რომლებიც სავარუდოდ რუსეთის მხრიდან მოხვდა უკრაიანში, 26 აგვისტოს გავრცელდა.  საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (IISS) განცხადებით, ტანკი უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსეთის საზღვრის გადაკვეთით მოხვდებოდა.

 

IISS-ის ანალიტიკოსის განცხადებით, ვიდეო 26 აგვისტოსაა გადაღებული სვერდლოვსკში, ლუგანსკში და აღმოსავლეთ უკრაინაში. ვიდეოში ასახულია სამხედრო ტექნიკის კოლონა.  მიუხედავად იმისა, რომ თარიღი  და ადგილმდებარეობა ჯერჯერობით დაუდასტურებელია, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ კოლონის ოპერირება ნათელია, კადრებში ჩანს დროშა, რომელიც სეპარატისტულ მოძრაობასთანაა ასოცირებული და ასევე სხვა დეტალები, რომელიც სეპარატისტებისთვისაა დამახასიათებელი.  შერეული კოლონა მინიმუმ  სამი  T-72B1 მთავარი საბრძოლო ტანკისგან შედგება, ვიდეოზე აღბეჭდილია შედარებით თანამედროვე  T-72 ვერსიაც.ეს კონკრეტული ტანკი რუსეთის სამხედრო არმიაში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი, მაგრამ ოფიციალური ცნობები არ არსებობს, რომ ამ ტანკის რუსეთიდან ექსპორტირება მოხდა, წერს ბიბისი და არსებულ ვითარებას, “ბურუსით მოცულ ომს” უწოდებს. IISS-ის ინფორმაციით, ამ მოდელის გამოჩენა მნიშვნელოვნად ამყარებს ვარაუდს, რომ სეპარატისტებს სამხედრო იარაღით რუსეთი ამარაგებს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *