ამ თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში მეორე ადგილზე ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციაა 5 პროცენტით, მესამეზე, პატრიოტთა ალიანსი – 4 პროცენტი. ლეიბორისტულ პატრიას 2 პროცენტი აქვს, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციას – 2%. ძლიერ ოპოზიციად არც ერთ პოლიტიკურ ძალას 23 პროცენტი მიიჩნევს, ხოლო 3 პროცენტის აზრით, კოალიცია “ქართული ოცნება” ოპოზიციაა.
ზემოხსენებული კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოების ჩატარების თარიღები: 23 ივლისი – 7 აგვისტო. სულ გამოკითხეს 3,338 ადამიანი ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობას შორის, მათ შორის ქალაქის, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.9%.

