მოსახლეობის 37 პროცენტი ალასანიას საქმიანობას დადებითად აფასებს, 41%- საშუალოდ, ხოლო 4 პროცენტი- ცუდად. მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა, რომლის საქმიანობასაც კარგად 26 პროცენტი აფასებს. მესამე ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეა. მისი საქმიანობა, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 25-მა პროცენტმა შეფასა კარგად. რეიტინგში შემდეგ მოდის თეა წულუკიანი, კახა კალაძე, თამარ სანიკიძე, ალექსი პეტრიაშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე, ლევან ყიფიანი, პაატა ზაქარეიშვილი, ხათუნა გოგალაძე, სოზარ სუბარი, გიორგი კვირიკაშვილი, კონსტანტინე სურგულაძე, ელგუჯა ხოკრიშვილი, შალვა ფიფია, გურამ ოდიშარია, დავით დარახველიძე და ნოდარ ხადური. ამ უკანსკნელი საქმიანობას კარგად 10 პროცენტი აფასებს, 47 პროცენტი ფინანსთა მინისტრის პოსტზე ხადურის მუშაობას საშუალოდ მიიჩნევს, ხოლო 19 პროცენტის აზრით ხადური ცუდად მუშაობს. რეიტინგში ის მინისტრებიც მოხვდნენ, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა თანამდებობებიდან უკვე გაათავისუფლა, მათ შორის გურამ ოდიშარია, გოგალაძე, დარახველიძე. NDI-ს განმარტებით, ამის მიზეზი არის ის, რომ კვლევის საველე სამუშაოების დასრულებას ზემოხსენებული პირები მინისტრების თანამდებობებს კვალვ იკავებდნენ.
ზემოხსენებული კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოების ჩატარების თარიღები: 23 ივლისი – 7 აგვისტო. სულ გამოკითხეს 3,338 ადამიანი ქვეყნის მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობას შორის, მათ შორის ქალაქის, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.9%.
