ზვიად ქორიძის განცახდებით, დღეის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში 24 პატიმარი შიმშილობს:
“ძირითადი საკითხი, რომელიც მსჯავრდებულმა ქალებმა წამოჭრეს, ეს იყო, ერთი მხრივ, ის მოლოდინი, რომელიც ჰონდათ მათ მართლმსაჯულების ხარვეზების დადგენასთან დაკავშირებით. ისინი მოელოდნენ, რომ მსგავსი კომისია შეიქმნებოდა ქვეყანაში, რომელიც მოახდენდა მათი სასამართლო გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხის განხილვას. რაკი პოლიტიკური დღის წესრიგიდან ეს თემა მოიხსნა, ისინი ამის გამო არიან შეშფოთებული. მათ აქვთ განცდა, რომ სასჯელები, რასაც ისინი იხდიან, აქვთ უკანონოდ და არაადეკვატურად მისჯილი. იმის გამო, რომ ეს ფორმა საქართველოში ვერ ამუშავდა, ვერ შეიქმნა სათანადო ინსტიტუტები, ამიტომ მათი ერთადერთი მოლოდინი არის შეწყალების კომისია. ამიტომ ისინი ხშირად აგზავნიან განცახდებას შეწყალების კომისიაში და ითხოევნ, რომ პრეზიდენტმა მეტი გულისხმიერება უნდა გამოიჩინოს მათი საქმეების მიმართ.”
ქორიძის განცხადებით, მან მსჯავრდებულებს აუხსნა, რომ შეწყალების კომისიას თვისობრივად სხვა სტატუსი აქვს:”კომისია ვერ განიხილავს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს. მისი მთვავარი მოვალეობაა, ჰუმანურად მიუდგეს იმ გაანჩენებს, რომელიც არის დამდგარი და შეწყალებაც ამ სასჯელების მიხედვით უნდა მოხდეს.”
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მან 24 მოშიმშილე პატიმრის გარდა დაახლოებით 90 მსჯავრდებულის კითხვას უპასუხა:
“რა თქმა უნდა, ყველა პრეტენზია მოვისმინე, ყველა კითხვაზე ვეცადე, რომ გამეცა პასუხი. როგორც მოშიმშილე მსჯავრდებულებისათვის, [ასეთი ამ დროისათვის 24 იყო]. ასევე სხვა მსჯავრდებულებისათვის, რომლებიც არ შიმშილობდნენ, მაგრამ მათაც ჰქონდათ შეწყალების კომისიასთნ კითხვები შეწყალების პროცესის მიმართ.”
ზვიად ქორიძის განცხადებით, მსჯავრდებულების საკითხებზე სასაუბროდ საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება:
“ეს საკითხები უნდა განვიხილოთ კომისიაში და უნდა განვიხილოთ პრეზიდენტთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალ მოსაზრებას ჩვენ კომისიის მუშაობაში შემოვიტანთ და ამით საზოგადოებაც და კონკრეტულად მსჯავრდებულებიც ნახავენ. ეს ინფორმცია უნდა მივაწოდო საქართველოს პრეზიდენტს, მანაც გარკვეული შეფასებები უნდა გააკეთოს.”
სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა 5 დღის წინ დაიწყეს.
მოშიმშილეები შეწყალების კომისიის თავმჯდომარის გარდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძესთან, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვენ.
პატიმართა შეწყალების კომისიას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე 2014 წლის 4 ივლისიდან ხელმძღვანელობს. მან ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ელისაშვილი შეცვალა, რომელამც 2014 წლის 12 ივნისს გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის საკრებულოს დეპუტატის მანდატი მიიღო.

