ომბუდსმენს მიაჩნია, რომ გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ ეჭვების გამორიცხვის მიზნით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო მოქმედებები უშუალოდ საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს გამოძიების პროცესში გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას, რომ ოჯახის წევრებმა და საზოგადოებამ უნდა მიიღოს სარწმუნო პასუხი არსებულ ყველა კითხვაზე.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საპირფარეშოში ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემის დაუშვებლობაზე აპელირება, როგორც ეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში იყო მოცემული, ვერ პასუხობს კითხვაზე, მიღებული იყო თუ არა ყველა გონივრული ზომა მსჯავრდებულის სიცოცხლის დასაცავად.
ომბუდმენი ამბობს, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს, მიიღო თუ არა სამინისტრომ ყველა ზომა მსჯავდებულ ჯიდო ფირცხელანის სიცოცხლის დასაცავად.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ომბუდსმენი მოუწოდებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სხეულის დაზიანების და პროტესტის ნიშნად შიმშილობის ფაქტებს, შეისწავლოს პატიმართა საჭიროებები და მიაწოდოს შესაბამისი მომსახურება, მათ შორის, დანერგოს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები და მხოლოდ ჰუმანიტარული თანადგომის პირობებში, პატიმართა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს ე.წ. დინამიური უსაფრთხოების კონცეფცია.
საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს 2014 წლის 17 აგვისტოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ჯიდო ფირცხელიანის გარდაცვალების საქმეს და მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობას.
