შსს-ს ინფორმაციით, 33 წლის მიხეილ შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ შ-მ ჭავჭავაძის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 19 წლის დავით კ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა იგი მომხდარიდან მეორე დღეს თბილისში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლის და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).
