სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, 24 წლის მსჯავრდებული საკანში გარდაცვლილი 17 აგვისტოს გვიან ღამით იპოვეს.
სამინისტროს ცნობით, დაწყებულია მოკვლევა გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებზე. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევას სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, რომელიც განცხადებას დღეს გაავრცელებს.

