მომხდარს პროკურატურა 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიების დროს, ახალი ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირედეს.
“უკვე ჩატარებულია ექსპერტიზა და ველოდებით შედეგებს. გარდაცვლილი სასჯელს იხდიდა მის დეიდაშვილთან ერთად, მისი დეიდაშვილიც იმყოფებოდა საკანში, რომელიც ადასტურებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურის ზედამხედველობით და ცვლილებები გამორიცხული არ არის”,- აცხადებენ პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს 8 თანამესაკნე ჰყავდა და როცა ის იპოვეს, იქვე იყო ბასრი ხელნაკეთი ნივთი, თუმცა კონკრეტულად რა სახის დაზიანება ჰქონდა გარდაცვლილს, ამ საკითხზე პრესამსახურში ჯერჯერობით საუბარი არ შეუძლიათ.
პრესამსახურის ინფორმაციით, სათვალთვალო კამერები მხოლოდ დერეფნებშია დამონტაჟებული.
