მეტეოსადგურის მონაცემებით, მომდევნო კვირაში, 19-დან 22 აგვისტომდე, ჰაერის სტემპერატურა თბილისში 39 გრადუსს მიაღწევს. მომდევნო ათი დღის განმავლობაში თბილისში უმეტესად მზიანი ამინდი, ნალექის გარშე, არის მოსალოდნელი.

მაღალი ტემპერატურაა იქნება ქუთაისშიც მომავალ კვირაში, თუმცა უფრო დაბალი, ვიდრე დღესაა. დღეს ქუთაისში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია. მომავალ კვირას კი ჰაერის ტემპერატურა უმნიშვნელოდ დაეცემა.
რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა, 40 გრადუსი დასავლეთ საქართველოს ბარშია, აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთიან და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 38 გრადუსია.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში 33 და 28 გრადუსია დღეს. აღმოსავლეთის მაღლმთიან რაიონებში ტემპერატურა მომავალი სამი დღის პროგნოზით 32 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო დასავლეთის მაღალმთიან რაიონებში 33-დან 34 გრადუსამდე გაიზრდება.
