ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ივლისის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 38,2 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 65,1 ათასი ტონა.
2014 წლის 7 თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 488,1 ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტი 210,1 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი – 278,0 ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2014 წლის ივლისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტი ასე გადანაწილდა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 21,8 ათასი ტონა – 57,1%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 41,6 ათასი ტონა – 41,6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 0,5 ათასი ტონა –1,3%. დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 19,1 ათასი ტონა – 29,3%, L-62 დიზელის საწვავი– 46,0 ათასი ტონა –70,7%.
ქვეყნების მიხედვით 2014 წლის შვიდ თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 171,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,1%-ს შეადგენს. შემდეგ აზერბაიჯანიდან – 122,9 ათასი ტონა – 25,2 %; ბულგარეთიდან – 75,2 ათასი ტონა – 15,4%; საბერძნეთიდან – 59,8 ათასი ტონა- 12,3 %; რუსეთიდან – 37,8 ათასი – 7,7%, თურქმენეთიდან – 19,1 ათასი ტონა – 3,9%.
