“დღეს მოვედი საკრებულოს ხელმძღვანელთან ერთად, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში გვექნება მუშაობა. ძალიან კარგ და ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ერთად. ვიცი, რომ მერია ძალაინ დიდი და რთული ორგანიზმია, თუმცა, როცა მართვა მოწესრიგებულია, ასეთ შემთხვევაში, რთული ორგანიზმი ძალიან გამართულად მუშაობს და შედეგი ყოველთვის პროდუქტიულია, ამიტომაც, მე როგორც მართვის სპეციალისტი და დღემდე უნივერსიტეტის მენეჯმენტის ხელმძღვანელი ვიცი, როგორც უნდა იმართოს რთული სტრუქტურები”,– განაცხადა დავით ნარმანიამ. 

 

თბილისის ახალმა მერმა პირველი გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც ორშაბათი დღე მოქალაქეების მიღების დღე იქნება მერიაში. 

 

“საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ორშაბათს ხელს მოვაწერთ მოქალაქეთა მიღების წესს, რომელიც ბოლო პერიოდში შევიმუშავეთ და ორშაბათი დღე მოქალაქეთა მიღების დღე იქნება”,– განაცხადა ნარმანიამ. 

 

მისივე თქმით მართვის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები იქნება, ხოლო უახლოეს დღეებში მომავალი წლის აქტივობების დაგეგმვას დაეთმობა: 

 

“ეს არ არის რაიმე ფორმის საფრთხე ადამაინებისთვის, ეს დაკაშირებულია მართვის გაუმჯობესებასთან. პირველი პერიოდი იქნება ტრანსფორმაციის პერიოდი, თუმცა ტრანსფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული იქნება უკეთეს შედეგზე, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მომავლის წლის აქტივობები დაგეგმვის პერიოდი, ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მოვემზადოთ მომდევნო წლისთვის”. 


დავით ნარმანიამ დღესვე წარადგინა მისი მოადგილეების კანდიდატურები,  თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია ალექსანდრე მარგიშვილი,  თბილისის მერის მოადგილეებად ასევე წარდგენილნი არიან  ნინა ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია, ალუდა გოგლიჩიძე. დავით ნარმანიას მიერ წარდგენილ კანდიდატურებს 4 აგვისტოს თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენენ. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *