ბრძანებაში ნათქვამია, რომ ბერიკაშვილი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2014 წლის 31 ივლისს დაინიშნა. 

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმი 7 მინისტრი 21 ივლისს დაითხოვა, მათ შორის კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია. მანანა ბერიკაშვილი ასევე გახლდათ გურამ ოდიშარიას მოადგილე, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრემიერმა კულტურის უკვე ყოფილი მინისტრი გადააყენა და მის ნაცვლად  “ისთერნ ფრომოუშენს”-ის დამფუძნებელის მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინა, გათავისუფლდნენ ოდიშარიას  მოადგილეებიც. ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების მიხედვით ირკვევა, რომ  მანანა ბერიკაშვილი კვლავ გააგრძელებს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას. 

 

მიხეილ გიორგაძემ 31 ივლისს განაცხადა, რომ მოადგილეებს იმ პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით შეარჩევს, რომელიც კულტურის სამინისტროში არის დაგროვილი და მისი გადაწყვეტილება არ დაეფუძნება სუბიექტურ მოტივებს. მიხეილ გიორგაძის თქმით, მის გუნდში “ძალიან დიდი ალბათობით” კახა კანდელაკიც იქნებ, რომელიც “ისთერნ ფრომოუშენს”-ის მარკეტინგის მენეჯერია.

 

მიხეილ გიორგაძეს სხვა მინისტრებთან ერთად პარლამენტმა ნდობა 2014 წლის 25 ივლისს გამოუცხადა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *