მედიისათვის გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისიდან 23 ივლისამდე შეწყალების კომისიამ განიხილა 2743 პირის საქმე:
„პრეზიდენტის სახელზე შემოსული განცხადებებიდან განვიხილეთ 2743 საქმე, მათგან 1228 განცხადება სრულად აკმაყოფილებდა შეწყალების კომისიის დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. შეწყალებულია 280 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალია, ხოლო 10 -არასრულწლოვანი. 280 მსჯავრდებულიდან სულ 169 პირი გათავისუფლდება საპატიმრო დაწესებულებიდან, რომელთაგან 5 ქალბატონი, 4 კი არასრულწლოვანია. დანარჩენ 111 მსჯავრდებულს შეწყალების აქტით შეეცვალა სასჯელი – ზოგს გაუნახევრდა, ზოგს მესამედი ჩამოაკლდა. 111 მსჯავრდებულს შორის 3 ქალბატონია, 6 არასრულწლოვანი,” – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

