მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ერთადერთი ქვეყანა, სადაც მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება უხარიათ არის რუსეთი:
“ [ამერიკელი სენატორების მხარდაჭერა] ნიშნავდა იმას, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც უხარიათ, რომ მასამართლებენ არის ჩვენს ჩრდილოეთით და ყველა სხვაგან, ვინც არის ჩვენი მეგობარი და გვიცავს და მათზე ვართ დამოკიდებული, ყველა არის გაბრაზებული. აშკარაა ვისი დაკვეთით ხდება, თუ ადამიანი სულელი არ არის. შეუკვეთეს, 2 მილიარდი გადაიხადეს და ერთი დაკომპლექსებული ოლიგარქის ინსტინქტები, ბოღმა დაემთხვა მთავარი მოთამაშის, რუსეთის, ინტერესებს. ეს არის და ეს… იმიტომ რომ აღიზიანებთ ჩემი აქტიურობა უკრაინაში, აქ [უნგრეთში]. რარაირადუ უნდა შემიძღუდონ გადაადგილება ხომ ხედავთ, რომ აგერ ვარ, ვზივარ აგერ, ევროპის მთავარ ქვეყანაში მის ხელმძღვანელთან ერთად. ბევრად მეტ ადგილას დავრივარ, ვიდრე მოქმედი მთავრობის თავმჯდომარე და კიდევ უფრო ნაკლებში ივლიან იმის ფონზე, რასაც ისინი აკეთებენ. ვივლი და ვივლი საქართველოს საკეთილდღეოდენ და ვერავინ ვერ შემზღუდავს.”

“ერთადერთი ქვეყანა, სადაც ვერ ცავდივარ ეს არის საქართველო. სამწუხაროდ, იმიტომ რომ შვილი მეზრდება საქართველოში, მენატრება ჩემი შვილი და ჩემი ოჯახი მთლიანად. მაგრამ ამის მიუხედავად გავუძლებთ. მენატრება ჩემი ქვეყანა ძალიან. ეს არის ძალიან ძალიან დროებითი მოვლენა. ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვნათ ჩვენს დაწყებულს საქმეს.”
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ბურჯანაძის დაკთხვას, სააკაშვილმა უპასუხა:
“პირდაპირ პუტინისგან აიღონ ჩვენება არ ჯობია?! პუტინი და მედვედევი იქნებიან ყველაზე კარგი ჩვენების მიმცემები. პუტინი, მედვედევი და გენერალი ბორისოვი.. შემიძლია გრძელი სია მივცე ვინც მისცემს ჩემზე მათთვის სასურველ ჩვენებებს.”
კითხვაზე, დგას თუ არა საკითხი, რომ მიხეილ საკაშვილმა რომელიმე ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვოს, სააკაშვილი პასუხობს:
“რა სისუელელა. რაში მჭირდება მე პოლიტკური თავშესაფარი. ხომ ხედავთ, რომ ყველა ქვეყანაში დიდი სიამოვნებით მიღებენ?!”
