11:00 – სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“ წარადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვა“ საბოლოო ანგარიშს. პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვა ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი რიჩარდ ნორლანდი და დაესწრებიან საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

11:00 – პირველი რადიოს პრესკლუბში ადვოკატი ოთო კახიძე ბრიფინგს გამართავს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

 

11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული კოლეჯის იმ სტუდენტებს დააჯილდოებს, რომელთაც კოლეჯის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში გაიმარჯვეს. ადგილი: სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) პროფესიული კოლეჯი მისამართი: ფანჯიკიძის ქ. #1 (ყოფილი ბუდაპეშტის ქ. ჟვანიას მოედანთან)

 

12:00სთ-ზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიკამენტების რეცეპტებით გაცემასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. უწყების ხელმძღვანელი ყველა მიმდინარე აქტუალურ თემაზე ისაუბრებს და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს გასცემს პასუხს.

 

12:00 – სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” (TI) და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია), ერთობლივი პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ. ასევე, გაიმართება კვლევის “მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემის ანალიზი” პრეზენტაცია. შეხვედრა და კვლევის პრეზენტაცია გაიმართება: სასტუმრო „შერატონი მეტეხი პალასში“ თბილისი, თელავის ქ. 20.

 

12:00 – არასამთავრობო ორგანიზაცია ‘“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სიმბოლურად, პლასტელინისგან დამზადებულ ბიუსტს აჩუქებს. აქცია პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გაიმართება. 

 

12:00 – მწერალთა სახლში გაიმართება შეხვედრა იტალიელ კინოდოკუმენტალისტთან, მაურიციო ფანტონი მინელასთან.

 

12.00 საათზე დინამო არენის მედია დარბაზში გაიმართება დინამო თბილისის პრესკონფერენცია.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *