“შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გამო. კანონის უზენაeსობისადმი პატივისცემა ნიშნავს იმასაც, რომ კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს და იმასაც, რომ სამართლებრივი სისტემა პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად არ იქნეს გამოყენებული”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯენ პსაკიმ გააცნო.

მისივე განცხადებით, ვაშინგტონი ამ და სხვა მასთან დაკავშირებულ საქმეებს ყურადღებით აკვირდება და საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან აგრძელებს კანონის უზენაესობის მნიშვნელობისადმი ხაზგასმას.
