
ხანძრის შედეგად, რომელიც 27 ივლისს საღამოს გაჩნდა პარკი თითქმის მთლიანად დაიწვა. 28 ივლისს, გამთენიისას უკევ განადგურებული იყო 1.011 ჰექტარი ტერიტორია. ხანძრის ჩაქრობას ასობით სახანძრო და რამდენიმე ვერტმფრენი ცდილობდა. დაიწვა პარკის გარშემო მდებარე სახლებიც.

გამოფენის ფარგლებში პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე, 230 სილუეტი დაამონტაჯეს, რომლებსაც იმ 230 ნიგერიელი გოგოს სახელი აწერია, რომლებიც 2014 წლის 14 აპრილს ისლამისტური დაჯგუფება Boko Haram–ის წევრებმა გაიტაცეს. 230 სკოლის მოსწავლის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

ფოტო გადაღებულია კატმანდუში, ნეპალში, სადაც ათასობით მლოცველი შეიკრიბა. ისინი ნარინჯისფერ ტანისამოსში გამოწყობილები მიემართებიან ტაძრისკენ. მათ სჯერათ, რომ მიეტევებათ ყველა ცოდვა და ცხოვრებისეული შეცდომა, თუკი ამ ცერემონიის მონაწილეები გახდებიან.

ფოტო გადაღებულია ღაზის ცენტრში მდებარე საავადმყოფოსთან, სადაც გარდაცვლილები მორგში მოათავსეს. 10 გარდაიცვალა და 40 დაშავდა ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან განხორციელებული საჰაერო იერიშის შემდეგ, გარდაცვლილთა უმეტესობა მცირეწლოვანი ბავშვია. ღაზის სექტორში ჩამოგდებული რაკეტები საავადმყოფოს და დევნილთა ბანაკს დაეცა.

კატამარანი, რომლის სიგრძეც 31 მეტრია საბერძნეთში, კორინთის არხში შევიდა და ერმიონის პორტისკენ მიემართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს წყალქვეშა არქეოლოგიურ პროექტში, რომლის მიზანია პელოპონესის ნახევარკუნძულის გამოკვლევა. პელოპონესი ერთ–ერთი უძველესი ადგილია, სადაც ადამიანები პრეისტორიული ხანიდან ცხოვრობდნენ.
