“მას შემდეგ დადგენილება ბრალდებულად ცნობის შესახებ ჩაბარდებათ მის ადვოკატს, სასამართლო 48 საათის პერიოდში მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. მნიშვნელოვანია რა შუამდგომლობით მიმართავს პროკურატურა სასამართლოს, თუ მოითხოვეს პატიმრობა, სასამართლო იმსჯელებს აღკვეთი ღონისძიების საკითხზე და შემდეგ უკვე შეუძლია სახელმწიფოს მიიღოს შესაბამისი ზომები, ამ შემთხვევაში შეუძლიათ გამოაცხადონ ძებნა”, – აცხადებს მაია ხუციშვილი.

მისივე განმარტებით, თუკი პროკურატურა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვს, ძებნა არ გამოცხადდება. ასეთ შემთხვევაში არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ ბრალდებულის skype–ით, ან სხვა ტექნიკური საშუალებებით დაკითხვაც შესაძლებელია.

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 7 ნოემბერს მომიტინგეების დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების წართმევის ფაქტზე წარუდგინა. მასთან ერთად ბრალი წარედგინათ ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს.

მაია ხუციშვილი
მაია ხუციშვილი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *