ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია მისი 4 გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომის ხელნაწერი და მისი პუბლიკაციის „შუმერული და ქართული“ გერმანული ვერსიის სამუშაო არქივი.

 

 

“29 ივლისს 11 საათზე გამართულ პრეს–კონფერენციაზე ეს უდიდესი განძი იქნება წარმოდგენილი, მკვლევარები ისაუბრებენ  მათ მნიშვნელობაზე. პრესკონფერეციას დაესწრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელი,  თსუ რექტორი. პრეს–კონფერენციაზე აღმოჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ მიხაკო წერეთლის მემკვიდრეობის შემსწავლელი კომისიის წევრები, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისთვის ხელნაწერთა მნიშვნელობასა და ამ ფასდაუდებელი საგანძურის დაცვისა და შენახვის თაობაზე ისაუბრებს  ბიბლიოთეკის დირექტორი,”- წერია ბიბლიოთეკის განცხადებაში. 


პრეს–კონფერენციას, როგორც ბიბლიოთეკაში აცხადებენ, დაესწრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შერვაშიძე, დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელი, თსუ რექტორი ვლადიმერ პაპავა,  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მეცნიერები, მიხაკო წერეთლის მემკვიდრე.      

 

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (23.12.1878–02.03.1965) ცნობილია როგორც ქართველი მეცნიერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ახალგაზრდობაში პოლიტიკურ საქმიანობას აქტიურად ეწეოდა: სხვადასხვა დროს იყო საზღვარგარეთ მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციების “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი”-ს და „თეთრი გიორგი“–ს ლიდერი. სამეცნიერო თვალსაზრისით მიხაკო წერეთელი იყო პირველი ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, სოციოლოგიური მეცნიერებების ფუძემდებელი საქართველოში, რუსთველოლოგი, ემიგრანტი მეცნიერი, რომელიც თავის შრომებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე წერდა. 

 

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკაა საქართველოში, რომელიც ფლობს 4 მილიონამდე წიგნად ფონდს, უახლეს და რარიტეტულ ეგზემპლიარებს, აგრეთვე, 20 000 ელექტრონულ ჟურნალს, 100000 უცხოურ ელექტრონულ წიგნს, 22 მილიონ პატენტს, 400 საზღვარგარეთ დაცული ქართული ხელნაწერის მიკროფირს. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *