“მოვდივარ კაბინეტის წევრად ადამიანი, რომელიც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ. ეს ძალიან მნივშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთი მხრივ, როგორც კულტურის მინისტრს უფრო მეტი შემოქმედებით თავისუფლებას მიტოვებს, პარტიული ვალდებულებებით არ ვარ დატვირთული. ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია ვისაუბრო, არა როგორც პოლიტიკური და პარტიული ვალდებულებებით დამძიმებულმა ფიგურამ, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქემ”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
საპარლამენტო უმცირესობასთან შევხედრის დროს მიხეილ გიორგაძემ უპასუხა გოგა ხაჩიძის შეკითხვას, იმის შესახებ მიაჩნია, თუ არა რომ გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში:
“გულწრფელად ვთვლი, რომ წინასაარჩევნო გარემოს თვალსაზრისით, იმ მომენტში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის თვალსაზრისით, ცხადია ამგვარ ფაქტებს პოზიტივი არ მოაქვს. თუმცა, ვიზიარებ იმ პათოსს, რომ არავინ არ დგას კანონზე მაღლა. თუ შეკითხვები არის დასასმელი ის შეკითხვები უნდა დაისმას, თუ უნდა ჩატარდეს გამოძიება, ის უნდა ჩატარდეს. მე როგორც მოქალაქეს, შემიძლია დაველოდო სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც დაცვის მხარეს, ისე გამოძიებას თავისი არგუმენტები აქვს და როგორც მოქალაქისთვის და არა როგორც პოლიტიკური ლიდერისთვის, სასამართლოს შედეგი იქნება ჩემთვის უკვე სამსჯელო საკითხი.”

