საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და ნატოს საპარლამნეტო ასამბლეის პრეზიდენტ ჰიუ ბელის შორის შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” 11 საათზე დაიწყო. 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰიუ ბეილიმ განაცხადა, რომ უელსის სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი კავკასიის რეგიონში რუსეთის აგრესია იქნება: როგორი იქნება ნატოს აგრესია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე, როგორ უნდა გააქტიუროს ნატომ თავისი თანამშრომლობა ქვეყნებთან, რათა ეს საფრთხე თავიდან აიცილონ: 

 

“საქართველო არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ნატოსთვის და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების გამყარებაში. მე მივესალმები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე.”

 

ბეილის თქმით, იმის გამო რომ საქართველოში როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია მუდმივად ადასტურებენ მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისკენ, ნატოს საპარლამენტო ასამბლემა მიიღო რეზოლუცია, რომ საქართველო აუცილებლად გახდეს ნეტოს წევრი.

 

დავით უსუფაშვილის თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში, იყო ყოველთვის თანმიმდევრული, რასაც მიღებული დეკლარაცია ადასტურებს.

 

“დეკლარაციაში მათ ძალიან მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ნატო ელოდება საქართველოს როგორც მომავალ წევრს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და მას ვერანაირი სხვა მოვლენა, ვერანაირი სხვა მოთამაშე სახელმწიფო თუ სხვა პოლიტიკური ძალა ხელს ვერ შეუშლის”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებობს თანხმობა, რომ ამ სამიტზე მირებული გადაწყვეტულებები გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და გაამყარებს ნატოს, როგორც მშვიდეობისა და სტაბილურობის დამცველის პოზიციებს რეგიონში.

 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა. ისინი, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, იმ ქვეყნებში მართავენ შეხვედრებს, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *