საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:

 

“საქართველო წლების განმავლობაში სრულიად მარტო იბრძოდა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების წინააღმდეგ. ახლა კი, სწორედ იმ მომენტში, როდესაც მთელი მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების თავდადებულ ბრძოლას თავისუფლებისთვის, საქართველოს მთავრობა ზურგს აქცევს უკრაინას, ეს არის თავის დამცირება კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და დიდი შეცდომა და სირცხვილი ჩვენი საყვარელი ერის წინაშე. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ იყო მომენტები, როდესაც საქართველოს მხოლოდ უკრაინა ეხმარებოდა. სწორედ უკრაინის შვილებმა თავი გაწირეს ჩვენთვის აფხაზეთში, უკრაინის პრეზიდენტი ჩვენთან ერთად იდგა რუსთაველზე 2008 წელს და ყველა სხვა გადამწყვეტ მომენტში. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა იციან, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენი სოლიდარობის იმედი, მათ კარგად იციან ქართველი ხალხის თავისუფლების სიყვარული, მაშინაც კი, როდესაც მთავრობა, რომელსაც რეალურად მართავს “გაზპრომის” უმსხვილესი კერძო აქციონერი ივანიშვილი, ფსბ-ს მმართველების ხიბლს ანიჭებს უპირატესობას. დაუნახაობა, უმადურობა და მოყვასის ღალატი არც-ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ბრძნული პოლიტიკა. “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი”-ს პრინციპით მოქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” გვერდზე ავრცელებს.

 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პოლიტიკის დროში” რუსეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა, სადაც წამყვანი თეა სიჭინავა დაინტერესდა, რამდენად აქვს ქართულ მხარეს რუსეთთნ ურთიერთობის რესურსი უკრაინის მოვლენების ფონზე.

 

“ის პოლიტიკა, რაც ჩვენს დავიწყეთ – კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთის ხელისუფლებასთან, იყო პორველი რეკომენდაციაც, მეორეც, მესამე და ახლაც გრძელდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ამერიკელებისა და ევროპელებისგან. ზოგ სახელწმიფოს გამოსდის ეს, ზოგს – არა, ზოგს კარგად გამოსდის, ზოგს – ცუდად. დიდ წარმატებად მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს შევძელით, რისი დასტურიცაა ის, რომ რუსეთმა გახნა ბაზარი ქართული პროდუქციისთვის მრავალი წლის მანძილზე და დაიწყო ურთიერთობის გააქტიურება. ჩვენ დავრჩებით პრინციპულები საკვანძო საკითხებში. ჩვენი პოლიტიკ არის პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული და სხვა არაფერი დევს გარდა სახელმწიფოებრივი ინტერესებისა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.  

 

 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რომ უკრაინის თემასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ერთგვაროვანია და ის საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას ემთხვევა, თუმცა საქართველომ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *