“პირველ რიგში, მე მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს. ეროსის გარდაცვალება, რა თქმა უნდა ტრაგიკული შემთხვევაა და ის უნდა იყოს გამოძიებული და მე ვიცი რომ მუშაობენ შესაბამისი უწყებები ამ ფაქტის სრულად გამოსაძიებლად.”
აქვე, მან განაცხადა, რომ ეს ფაქტი რუსთავი -2-ს არ უკავშირდება.
“ამ აბსურდულ და უზნეო განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ბრალდება არის ყოვლად მიუღებელი და უსაფუძვლო. მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ ჩვენს ხელისუფლებას რომ ჰქონოდა რაიმე სურვილი დამოუკიდებელი ან საკუთარი ტელეარხის ფლობისა, ძალიან მარტივად ბატონი ბიძინა თუნდაც შარშან არ დახურავდა ტელეკომპანია მე-9 არხს, თანაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.”
