საკრებულოს ფრაქციები გმობენ მუნიციპალური ავტობუსების მძღოლების მიმართ გახშირებული ძალადობის შემთხვევებს და მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდის განმტკიცებაა, რასაც ხელს უწყობს და ახალისებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინერტული მოქმედება და მსგავს ფაქტებზე სათანადო და დროული რეაგირების არქონა.

 

“მოვუწოდებეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ხულიგნობის და ძალადობის ყველა შემთხვევაზე, იმისათვის, რათა დაცული იყოს მძღოლებისა და სხვა პერსონალის უსაფრთხოება. მათ საშუალება უნდა ჰქონდეთ მშვიდად მოემსახურონ თბილისელებს, იფიქრონ მხოლოდ სამსახურზე და არა საკუთარი თავის დაცვაზე. ეს კი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ მოხდეს საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის შეფერხება, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს თბილისელ მგზავრებსაც”, – აცხადებენ ფრაქციები.

 

თბილისის მუნიციპალური #19 ავტობუსის მძღოლს მგზავრმა სცემა, რის გამოც მძღოლი 17 ივლისს გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით. 

 

დღეს, 2 საათზე ავტობუსის მძღოლები ზემო ფონიჭალის ბოლო გაჩერებასთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში გააგრძელებენ მსვლელობას და შს მინისტრს პატრულირების კონტროლის გამკაცრებას მოსთხოვენ.

თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *