როდრიგესმა რეალთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 

 

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი, 6 გოლი გაიტანა და ოქროს ბუცის ტიტული მოიგო. ამასთან, მის მიერ ურუგვაის კარში საჯარიმოს გარედან გატანილი გოლი მუნდიალის საუკეთესო გოლად იქნა მიჩნეული.

 

ხამეს როდრიგესი მიმდინარე სატრანსფერო სეზონში რეალის მეორე სერიოზული შენაძენია, მანამდე მადრიდელებმა გერმანელი ტონი კროოსი შეიძინეს ბაიერნიდან.


ხამეს როდრიგესი
ხამეს როდრიგესი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *