როგორც თინა ხიდაშელმა, დღეს, 19 ივლის გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის პრემიების მიღების საკითხს დაარეგულირებს და მისი თქმით, “შეუძლებელს გახდის იმ მარაზმს, რაც ქვეყანაში ბევრი წლის განმავლობაში ხდებოდა”.
“პრემიებზე მომავალში რა იქნება, გასაგებია. საინტერესო ისაა, რაც აქამდე იყო და ცალსახად და მარტივად უნდა ვთქვათ, რომ კატასტროფა იყო, აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი, რაც გააკეთა ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთმა ჩინოვნიკმა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ამას ცალსახა შეფასება აქვს და არ არის საჭირო განმარტებები, ასე იყო და ისე იყო. პარლამენტმა ეს 2012 წლის დეკემბერში გააკეთა, მოსვლის დღიდან პარლამენტში ეს საკითხი გადაწყვეტილი და დარეგულირებულია. არც ერთი თეთრი როგორც პრემია არც ერთ დეპუტატს არ მიუღია. და ეს ასევე გაგრძელდება”. – განაცხადა ხიდაშელმა კომიტეტის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს აპარატში პრემიის სახით თანამდებობის პირებმა 2013 წლის დეკემბერში ხელფასის სამმაგი ოდენობა აიღეს. მაგალითად, მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის მიერ დეკემბერში მიღებული პრემია – 7 950 ლარი მიიღო. იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს, გოგა გუგავას, პრემიის სახით 7 340 ლარი აქვს მიღებული, ხოლო ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს ირაკლი მჟავანაძეს – 7170 ლარი. ეს თანხა მათ ხელფასს სამჯერ ნამდვილად აღემატება – შესაბამისი ბრძანების მიხედვით, დეპარტამენტის უფროსის ხელფასი იუსტიციის სამინისტროში 2170 ლარია.
განსაკუთრებულად დიდი ოდენობის პრემიებით გამოირჩევა სასჯელაღსრულების სამინისტრო, უწყების მიერ სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი პირებისთის გაცემული პრემიების ოდენობა ასე გამოიყურება:
1. გახარია გოგი – მან დეკემბრის თვეში აიღო 39 130 ლარი.
2. ვლადიმერ ბუნტურიძე [რუსთავი 2–ის დაცვის ყოფილი უფროსი] – 38 390 ლარი
3. სიმონ მაჩაიძე – 38 733 ლარი
4. შალვა ტორაძე – 31 263 ლარი
5. თუთარაშვილი შოთა – 30 386 ლარი
6. ელიზბარაშვილი გიორგი – 29 307 ლარი
7. ასანიშვილი ზურაბ – 28 321 ლარი
8. კოტეტიშვილი ვახტანგ – 23 494 ლარი
9. ტრაპაიძე შოთა – 23 270 ლარი
10. გიდიძე ზურაბი – 21 202 ლარი
11. ჩელებაძე მამუკა – 21 505 ლარი
12. როდონაია ლაშა – 20 703 ლარი
13. ცქვიტინიძე ტარიელ – 20 358 ლარი
14. ახვლედიანი თენგიზ – 19 018 ლარი
15. დოთიაშვილი დავითი – 18 845 ლარი
16. გულბიანი გიორგი – 18 692 ლარი
17. კიკალიშვილი ილია – 18 525 ლარი
18. ვერულაშვილი ნესტანი – 18 251 ლარი
19. დარბაისელი დიმიტრი[სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე] – 18 222 ლარი– აღნიშNული ჩამონათალი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა.
პოლიტიკურ თანამდებობზე მყოფი პირების პრემიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
