დღევანდელი სხდომის ფარგლებში დეპუტატებმა იმსჯელეს საკრებულოს რეგლამენტზეც, თუმცა პრემიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რეგლამენტში ვერ მოხვდა. 

 

“შეიძლება თამამად ითქვას, რომ საკრებულომ უარი თქვა პრემიებზე, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც განცხადებაშია გაჟღერებული, არამედ საკრებულოს დადგენილებით იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს შესაბამის პროცედურებს, ეს იქნება აპარატთან მიმართებაში, დეპუტატებთან მიმართებაში და შემდგომ ცვლილებებს, რომელიც აისახება რეგლამენტში”.– განაცხადა საკრებულოს წევრმა დავით ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

პრემიერბის საკითხვის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა საკრებულოს დამოუკიდებელ წევრ ალეკო ელისაშვილსა და ჯაბა სამუშიას შორის, რომელიც წინა მოწვევეის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ახალი მოწვევის საკრებულოში კი უმრავლეობას წარმოადგენს. ალეკო ელისაშვილმა მას აქამდე აღებული პრემიები შეახსენა, ჯაბა სამუშიამ კი ელისაშვილს უზრდელი უწოდა. აღნიშნულ მიმართვაზე ელისაშვილმა სამუშიასკენ გაიწია, მაგრამ სიტუაცია დავით ზურაბიშვილამ გაანეიტრალა. 

 

საკრებულოს რეგლამენტს მხარი არ დაუჭირა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. როგორც სევდია უგრეხელძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიუხედავად მთელი რიგი შენიშვნების გათვალისწინებისა, საკრებულომ არ გაითვალისწინა საკრებულო წევრის სტატუსთან და  ფუნქციებთან დაკავშირებული შენიშვნები და მთავრობის სათათბირო სხდომაზე საკრებულოს წევრს ხმის უფელბა ჩამოერთვა, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” დაუშვებლად მიაჩნია. 


საკრებულოს მორიგი სხდომა ორშაბათს, 21 ივლისს გაიმართება. დღის წესრიგის თანამხმად, სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები აირჩევიან. ასევე, ორშაბათის სხდომაზე ფრაქციის და კომისიის თავმჯდომარეებსაც აირჩევენ. 


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *