“დღეს, როცა საქართველოში კიდევ ერთხელ ხდება ისტორიული ნაბიჯის დამტკიცება, რომელიც ჩვენ, როგორც პოლიტიკური მიზანი, ავირჩიეთ, მინდა ვიყო ქართულ პარლამენტთან ერთად და გავიზიარო მათთან ერთად ეს დღე,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

მისივე თქმით, სხდომაზე სიტყვით არ გამოვა:

 

“სიტყვით გამოსვლას არ ვაპირებ, მაგრამ, ბუნებრივია, მივულოცავ კოლეგებს ყველა მიმართულებით და პირველ რიგში მივულოცავ საზოგადეობას.” 

 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, მათი მოადგილეები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური აუდიტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილი არიან, საკუთარი ინიციატივით დაესწრონ პარლამენტის პლენარულ სხდომას.

 

გარდა ამისა, როცა საქმე ეხება საერთაშორისო დოკუმენტის რატიფიკაციას, სხვა სახელმწიფოთა პარლამენტების ხელმძღვანელების, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების, დელეგაციათა ხელმძღვანელების სურვილით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ისინი სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *