“შემზარა და უაღრესად დამამწუხრა მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფამ. ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევით უნდა გაირკვეს, რა მოხდა. ჩვენ დაველოდებით შედეგებს. ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ თანავუგრძნოთ დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობა ვუსურვოთ ამ მძიმე წუთებში”.
“ბიბისის” ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 295 მგზავრი იმყოფებოდა. 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა.
მალაიზიის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ამსტერდამი–კუალა–ლუმპურის ავიარეისს ასრულებდა, რუსეთ–უკრაინის საზღვართან კატასტროფა განიცადა.
მალაიზიის ავიახაზების ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟთან კონტაქტი ამსტერდამიდან გამოფრენის შემდეგ გაწყდა.
საინფორმციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, მალაიზიის თვითმფრინავი დონეცკის ოლქში ჩამოვარდა. ამ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მოადგილე გერასჩენკო “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
“თვითმფრინავი საზენიტო–სარაკეტო დანადგარი “ბუკ”–ით ჩამოაგდეს.”
ავიაკომპანიებმა – Lufthansa და Air France უსაფრთხოების მიზნით უკრაინის ავიასივრცის გამოყენებაზე უარი განაცახდეს.

