10:00- არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ეკონომიკურ მედია სკოლის წარმატებით დასრულებისთვის, სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცემათ. ღონისძიების გამართვის ადგილი – საზოგადოება და ბანკების ოფისი, თბილისი, ტატიშვილის 3-5
11:00 – სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ “ვისოლი” “ეკოსთან” საქართველოში საწვავის მოწოდებასა და „ეკოს“ სავაჭრო ნიშნის ექსკლუზიურ გამოყენებაზე ლიცენზირების ხელშეკრულებას აწერს ხელს. ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალს “ეკოს” კომერციული დირექტორი ვასილის პანაგოპოულოსი დაესწრება.
11:30 – “პირველ პრესკლუბში” რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატები ივანე (ნუკრი) შათირიშვილი და ალექსანდრე ბერიძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ეროსი კიწმარიშვილის საქმე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი, პაატა დავითაია პრესკონფერენციას გამართავს; თემა: ეროსი კიწმარიშვილის საქმე
11:30 – კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და რეჟისორი თემურ ჩხეიძე პრესკონფერენციას გამართავენ.
13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში მწვრთნელი ზურაბ პეტრიაშვილი ბავშვთა ფეხბურთში არსებულ სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით განცზადებას გააკეთებს
14:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს
15:00 – თიბისი ბანკის სათავო ოფისში, გაიმართება ონლაინ სასკოლო ოლიმპიადის www.eruditor.ge გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება.
16:00 – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომპანია ს.ს. „სილქნეტის“ მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის საჩივარს განიხილავს. მისამართი: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18; საკონტაქტო პირი: სოფიო აზარიაშვილი 551 081803
19:00 – დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდება რობოტების შერკინება – კამპუსის ღია ტურნირი „14KO”.
21:00 – ,,ვარდების ბაღში“ გაიხსნება ღია კინოთეატრი ,,გრინემა“, რომელიც ზაფხულის და შემოდგომის სეზონზე, ყოველ საღამოს უცხოური და ქართული კინემატოგრაფიის თავლსაჩინო ნამუშევრებს წარმოადენს.
