“ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. კერძოდ; მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, პარალელურ რეჟიმში დაინიშნა ექსპერტიზები, იკითხებიან მოწმეები და სხვა. მოწმდება და განიხილება როგორც თვითმკვლელობის, ასევე მკვლელობისა და სხვა შესაძლო ვერსიები”.

ახლა კი პროკურატურის ვებგვერდზე განცხადების ტექსტის ეს მონაკვეთი ასე გამოიყურება:
“ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. კერძოდ; მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, პარალელურ რეჟიმში დაინიშნა ექსპერტიზები, იკითხებიან მოწმეები და სხვა. მოწმდება და განიხილება მომხდარის სხვადასხვა ვერსიები”.
ამასთან, პროკურატურის განცხადების ტექსტში გაჩნდა ახალი მონაკვეთი, რომლის მიხედვითაც კიწმარიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღი დღეს, 15 ივლისს დაარეგისტრირა საკუთარ სახელზე. ეს მონაკვეთი განცხადებით ტექსტის პირველ ვარიანტში არ ფიგურირებდა:
“შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ ა/მანქანაში აღმოაჩნდა ბატონი ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ასევე აღმოჩენილი იქნა მისივე სახელზე დღეს – 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ მომხდარია გასროლა”.
პროკურატურის პრესსამსახურში განცხადების ტექსტის ცვლილებას ადასტურებენ და ამას იმით ხსნიან, რომ დამატებითი დეტალები დგინდება, თუმცა ნეტგაზეთი კითხვას, კვლავაც განიხილება თუ არა მკვლელობის ვერსია სხვა ვერსიებთან ერთად, პრესსამსახურში უპასუხეს, რომ ყველა ვერსია განიხილება.
