როგორც პრემიერმა განაცხადა, საფრანგეთის რევოლუცია გახდა გარდამტეხი ეტაპი ევროპული ცივილიზაციისთვის და ამ დღეს საფრანგეთთან ერთად აღნიშნავს ყველა, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული ღირებულებები.

 

ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ორლანდს და ფრანგ ხალხს საქართველოსთვის რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.

 

“ჩვენთვის დიდი პატივია იმის ხილვა, რომ ჩვენმა სამხედროებმა ამ დილით პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქართული დროშით ჩაიარეს პარიზში, ელისეს მინდვრებზე”–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი მიღებაზე საფრანგეთის საელჩოში
ირაკლი ღარიბაშვილი მიღებაზე საფრანგეთის საელჩოში

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *