როგორც ჭიკაიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამოღებული ნარკოტიკი ავღანურია და სავარაუდოდ ევროპაში უნდა გასულიყო სარეალიზაციოდ:

 

“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,  მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნარკოტიკები ავღანეთიდანაა, აზერბაიჯანიდან შემოდიოდა საქართველოში და სავარაუდოდ ევროპაში უნდა მოხვედრილიყო. ჩემი თანამშრომლების დამსახურებით ეს ფაქტი აღიკვეთა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ნარკოტიკების წინააღმდეგ. ეს ჩვენი პრიორიტეტია და ფაქტი სახეზეა”, – განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *