კინოფესტივალი 12 ივლისს დასრულდა და კინოფესტივალის გამარჯვებულები გალა კონცერტის მსვლელობის დროს დაასახელეს. “ბროლის გლობუსთან” ერთად ფილმის რეჟოსრსა და პროდუსერს 25 ათასი დოლარის ოდენობის პრიზი გადაეცათ.
კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული კინო წელს პირველად მოხვდა ოფიციალურ რჩეულთა შორის მთავარ საკონკურსო პროგრამაში. ფილმის მსოფლიო პრემიერა სწორედ კარლოვის ვარის კინოფესტივალზე, 9 ივლისს, შედგა.

კინოფესტივალში ასევე მონაწილეობდა ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები“, რომელიც აჩვენეს ფესტივალის სექციაში „Europe Now“. ასევე, სექციაში „Work in Progress“ მონაწილეობდა რუსუდან პირველის პროექტი “ძილის გაკვეთილები”.
კარლოვი ვარის ფესტივალი არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე პრესტიჟულ კინოპლატფორმას წარმოადგენს. ფესტივალი სათავეს 1946 წლიდან იღებს და უკვე 49 წელია სხვადასხვა კატეგორიაში საუკთესო ფილმებს ავლენს.
