“გამოიკვეთა ერთი საყურადღებო ტენდენცია, როდესაც 19 საარჩევნო ოლქის 73 საარჩევნო უბანზე მისული 140 ამომრჩეველი არ იყო საარჩევნო სიებში რეგისტრირებული. ამათგან 53-მა ამომრჩეველმა განაცხადა, რომ 15 ივინისის არჩევნების პირველ ტურში მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების უმრავლესობა შეეხებოდა საარჩევნო პროცედურების ნაკლებად მნიშვნელოვან დარღვევებს, რომლებიც გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ერთი გამონაკლისის გარდა  „სამართლიანი არჩევნების“ ყველა დამკვირვებელს მიეცა დაკვირვების შეუზღუდავად განხორციელებისა და რეაგირების შესაძლებლობა”.- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 7 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 30  საჩივარი.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *