რაც შეეხება სხვა ქალაებს, ოზურგეთი – 25%; მცხეთა – 20%; რუსთავი – 16%; გორი – 14%.
“იმ თვითმმართველ ქალაქებში, სადაც ,,სამართლიანი არჩევნები“ ხმებს პარალელურად ითვლის, ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 2014 წლის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით გაზრდილია. გამონაკლისია მცხეთის თვითმმართველი ქალაქი, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა 1%-ით ნაკლებია 15 ივნისის არჩევნებთან შედარებით”.- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განაცხადებაში.
ამომრჩეველთა განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ხონის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში.

ორგანიზაცია ასევე ავრცელებს არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას, 09:30 საათიდან 13:30 საათამდე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს აგიტაციის 1 შემთხვევა, დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის 1 შემთხვევა,, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 3 შემთხვევა, გადასატანი ყუთის მთლიანობის დარღვევის 1 შემთხვევა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 9 შემთხვევა.
ამ დროისათვის ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 4 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 18 საჩივარი.
