როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. 

 

“თუ სოლიდარობის ფონდში ყოველთვიური შენატანი 170 000 ლარს მიაღწევს, 18 წლამდე ონკოჰემატოლოგიური პაციენტების მკურნალობის პრობლემა გადაიჭრება. ყოველთვიური 1 400 000 ლარიანი შემოსავლის პირობებში კი ონკოლოგიური სერვისების მიწოდება ზრდასრულ მოსახლეობაშიც სრულად იქნება უზრუნველყოფილი. საწყის ეტაპზე ფონდი ბენეფიციარებს სამკურნალოდ გამგზავრებაში დაეხმარება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მკურნალობის ანალოგიური სერვისების საქართველოში უზრუნველყოფას ისახავს მიზნად,”- ნათქვამია განცხადებაში.

 

როგორც ღარიბაშვილის აპარატში აცხადებენ, სოლიდარობის ფონდში პირველი შენატანები მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა განახორციელეს.

 

“მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სოლიდარობის ფონდში ხელფასიდან ყოველთვიური შენატანის განხორციელების სურვილი გამოთქვეს. ინიციატივას თანამშრომელთა უმრავლესობა შეუერთდა. თანხის ყოველთვიურად გადარიცხვას ასევე განახორციელებენ ეკონომიკური საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს წევრები.”

 

სოლიდარობის ფონდი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ფინანსური რესურსების მობილიზებასა და  პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას ისახავს მიზნად.

 

როგორც მთავრობა აცხადებს, პროექტის ადმინისტრაციულ ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს. ფინანსური გამჭვირვალობისა და თანხების მიზნობრივად განკარგვის უზრუნველსაყოფად კი სპეციალური კომისია იმუშავებს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *