ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცილურ განცხადებას ავრცელებს:

 

“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენების ცერემონიასთან დაკავშირებით, 11 ივლისს, 12:00 საათიდან, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:

 

კრწანისის და გორგასლის ქუჩები, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ბარათაშვილის ხიდი და აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის ქუჩა სამების ტაძრამდე.

 

გამოსვენების დღეს, 13 ივლისს, სრულად ჩაიკეტება მესხიშვილის ქუჩა დილის 09:00 საათიდან დღის 04:00 საათამდე.

 

ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 12 საათზე გარდაიცვალა. 

 

სამება
სამება

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *