“ერთდროულად ძალიან ბევრი შევიდა დასარეგისტრირებლად და სერვერის გადატვირთვა მოხდა. შემდეგ გასწორდა, ახლა ჩვეულებრივად რეგისტრირდებიან, თუმცა მაინც ბევრს ექმნება პრობლემა,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, სოფო ხოშტარია.




სოფო ხოშტარიას თქმით, დღეს, 9 საათიდან 11 საათამდე მონაცემებით 3267 ბავშვია დარეგისტრირებული.


კითხვაზე, სულ რამდენი ადგილი იქნება საბავშვო ბაღებში 2014-2015 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის თბილისში, ხოშტარია ამბობს:


“მიმდინარე წელს 15 ათასი ადგილი გათავისუფლდა, რამდენადაც ეს ბავშვები უკვე სკოლაში მიდიან. შესაბამისად, ამდენივე ადგილი იქნება წელს.”

 

შეივსო თუ არა ამ დროისთვის უკვე ყველა ადგილი, საანგეტოში ამბობენ, რომ არ იციან. 

 

“რადგან კიდევ მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი, ალბათ ჯერ არ შევსებულა ყველა,”- ამბობს სოფო ხოშტარია. 

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 2014-2015 სასწავლო-სააღმზრდელო წლისათვის 1 ივლისს დაიწყო. საბავშვო ბაღების სააგენტოს განცხადებით, 1 ივლისიდან 5 ივლისამდე დარეგისტრირდნენ იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2-6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს, ასევე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და ს.ს.ი.პ “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს” ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე.

 

როგორც საანგეტოში განმარტავენ, 5 ივლისიდან 10 ივლისამდე დარეგისტრირდნენ დარეგისტრირებული ბავშვების დედმამიშვილები.

 

10 ივლისიდან კი რეგისტრაცია უწყვეტად ყველა ბავშვისთვის უნდა დაწყებულიყო.


 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *