პალესტინური მხარის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო შეტევების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელმა ძირითად სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად 40 ათასი რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადა.
BBC-ის ინფორმაციით, ჰამასმა განაცხადა, რომ ახლა ყველა ისრაელელი მათი სამიზნეა. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელს სამხედრო შეტევის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ მოუწოდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტუაციის ესკლაციის ყველა შესაძლო განვითარებისათვის მომზადებისაკენ მოუწოდა, მათ შორის საუბარია სახმელეთო ოპერაციაზე.
“ჩვენ ვემზადებით ბრძოლისთვის ჰამასთან, რომელიც რამდენიმე დღეში ვერ დამთავრდება” – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მოშე იალონმა.

