ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ დღეს, ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ფედერაცია მთავრობისგან ელის დაფინანსების ოდენობის დამტკიცებას და 11 ივლისს გახდება ცნობილი, რამდენ კლუბს ეყოფა მთავრობის მიერ მოძიებული სახსრები ჩემპიონატში მონაწილეობისათვის. 

 

“მოვილაპარაკეთ, რომ სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე აღნიშნული გუნდების დაფინანსება. სამი დღის განმავლობაში მათ უნდა მოიძიონ თანხები, რომ ჩემპიონატში მონაწილე დამატებითმა გუნდებმა მონაწილეობა მიიღონ. 14 იქნება, 16 თუ 18, ეს გაირკვევა პარასკევს”, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ. 

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრ ლევან ყიფიანის განცხადებით, მთავრობის გამოყოფლი თანხები კლუბებისთვის საკმარისი ვერ იქნება, თუმცა ეს თანხები გუნდებს საშუალებას მისცემს სეზონის ბოლომდე მივიდნენ: 

 

“ეს იქნება გარდამავალი ეტაპი და როგორ ჩატარდება ეს ეტაპი, ფინანსები განგვისაზღვრავს, რომელსაც ჩვენ მოვიძიებთ, სპორტული პრინციპი უნდა იყოს განმსაზღვრელი და აქედან გამომდიანრე რაოდენობაზე საბოლოოდ გადაწყვეტულებას მიიღებს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი.”

 

ფეხბურთის ეროვნულ ჩემპიონატში სულ 12 კლუბი მონაწილეობს. იმ შემთხევაში, თუ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდნეობა 14-მდე გაიზრდება, მაშინ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ მარტვილი და ბაია, ხოლო დანარჩენი ოთხი გუნდიდან იქნებიან ქობულეთის “შუქურა”, სამტრედიის “სამტრედია”, ფოთის “კოლხეთი და ბათუმის “დინამო”. 

ფეხბურთის ფედერაციის შენობა
ფეხბურთის ფედერაციის შენობა

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *