ნუნუკა თამაზაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მიწვეულია კონფერენციაზე „First Ladies’ Global Call to Action Conference on Women and Girls’ Financial Health“.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი შემცვლელის დასახელებისას განაცხადა, რომ ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ პირველი ლედი სწორედ მისი მეუღლე – ნუნუ თამაზაშვილი იქნებოდა, თუმცა იურისტების ნაწილის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციით, სახელმწიფო მეთაური ისევ პრეზიდენტია და, შესაბამისად, პირველი ლედის სტატუსითაც გიორგი მარგველაშვილის მეგობარი – მაკა ჩიჩუა უნდა სარგებლობდეს. პარლამენტის იუსრიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ კი მაშინ განაცხადა, რომ პირველი ლედის სტატუსი მოქმედებს საპრეზიდენტო მმართველობის დროს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, ამ ქვეყანას პირველი ლედი არ ჰყავს.
გაეროს გენერალური ასამბლეის 69–ე სესიაზე, 26 სექტემბერს ნიუ–იორკში სიტყვით გამოვა თავად პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც.

